Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

О книге

Автор книги - . Произведение относится к жанру современная русская литература. Год его публикации неизвестен. Международный стандартный книжный номер: 9785449043443.

Аннотация

Ⴜიგნი გამართულია ასომთავრულ-მხედრული ასოებით. Ⴀსომთავრულები ნახმარია ორთოგრაფიული დანიშნულებით – ახალი წინადადების პირველი სიტყვის პირველი ასო და, აგრეთვე, საკუთარი და პირადი სახელების პირველი ასოები. Ⴈლუსტრაციები: Ⴋიხაჲ Ⴆიჩი; Ⴈრაკლი Ⴇოიძე.

Читать онлайн Ⴘოთა Ⴐუსთაველი - Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე


© Ⴘოთა Ⴐუსთაველი, 2018


ISBN 978-5-4490-4344-3

Создано в интеллектуальной издательской системе Ridero


Ⴃასაწყისი

Ⴐომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

Ⴆეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

Ⴙვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

Ⴋისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.


Ⴠე, Ⴖმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,

Ⴘენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,

Ⴋომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,

Ⴚოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.


Ⴅის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

Ⴋეფისა მზის Ⴇამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, —

Ⴋას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?

Ⴋისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა.


Ⴇამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,

Ⴅთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.

Ⴋელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,

Ⴅინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.


Ⴋიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,

Ⴕება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,

Ⴁროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.

Ⴂასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.


Ⴀწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, —

Ⴛალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;

Ⴋით შევეწივნეთ Ⴒარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,

Ⴋათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.


Ⴋო, დავსხდეთ, Ⴒარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი;

Ⴋისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!

Ⴃავჯე, Ⴐუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,

Ⴀქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.


Ⴋე, Ⴐუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:

Ⴅის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;

Ⴃავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,

Ⴀნუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.


Ⴄსე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,

Ⴅით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,

Ⴅპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,

Ⴙემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.


Ⴇვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;

Ⴀჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!

Ⴋიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა ლხენა.

Ⴑამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.


Ⴐაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:

Ⴋუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;

Ⴉვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,

Ⴀრცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.


Ⴘაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,


Рекомендации для вас