Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

О книге

Автор книги - . Произведение относится к жанру языкознание. Год его публикации неизвестен. Международный стандартный книжный номер: 9785449020451.

Аннотация

Ⴌიკო Ⴙუბინაშვილის„Ⴕართული ლექსიკონის» წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს თანამედროვე მკითხველისათვის დაპტირებულ ვერსიას. Ⴍრიგინალურ ტექსტიდან ამოღებულია შემოკლებანი, ციტირებული ლიტერატურული წყაროები, უცხოური (ბერძნული, თურქული, სპარსული, სომხური) სიტყვები, სიტყვების თარგმანი რუსულ ენაზე. Ⴀსო ჶ გადატინილია ფ-ში. Ⴒექსტი გამართულია ასომთავრულებით, რომლებითაც იწყება ახალი წინადაბების პირველი სიტყვა და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები.

Читать онлайн Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი - Ⴕართული ლექსიკონი. Ⴒექსტის ადაპტაცია თანამედროვე მკითხველისათვის – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე


Редактор Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე


© Ⴌიკო Ⴙუბინაშვილი, 2018


ISBN 978-5-4490-2045-1

Создано в интеллектуальной издательской системе Ridero

Ⴜინასიტყვაობა

Ⴌიკო Ⴙუბინაშვილის «Ⴕართული ლექსიკონი» შედგენილია 1812—1825 წწ. Ⴂამოიცა ბეჭდური სახით კი მხოლოდ ერთხელ 1961 წელს.

Ⴜინამდებარე გამოცემა წარმოადგენს თანამედროვე მკითხველისათვის ადაპტირებულ ვერსიას. Ⴍრიგინალურ ტექსტიდან ამოღებულია შემოკლებანი, ციტირებული ლიტერატურული წყაროები, უცხოური (ბერძნული, თურქული, სპარსული, სომხური) სიტყვები, სიტყვების თარგმანი რუსულ ენაზე. Ⴑიტყვები, რომლებიც იწყება ხელოვნურად გამოგონილ და ქართულ ანბანში არ არსებულ ასოთი (), გადატანილია შესაფერის თავში:  – -ში.

Ⴀსეთი წმენდის შედეგად გამოვიდა თანამედროვე და ადვილად საკითხავი ტექსტი. Ⴎირველი შეხედვით ძნელი დასაჯერებელიც კია, რომ ეს ლექსიკონი შედგენილია ორასი წლის წინ.

Ⴀმ გამოცემის მთავარი თავისებურება კი მდგომარებს იმაში, რომ ტექსტი აწყობილია ასომთავრულით. Ⴀსომთავრულები ნახმარია ორთოგრაფიული დანიშნულებით, ე. ი., მათი იწყება ახალი წინადაბების პირველი სიტყვა და აგრეთვე პირადი და საკუთარი სახელები. Ⴄს წესი მოქმედებს სხვა ევროპულ დამწერლობებში და ფართოდ იყო ხმარებაში ქართულშიც მე—19 ს. მეორე ნახევრამდე.

1866 წელს დაარსებულმა გაზეთმა «Ⴃროებამ» განიზრახა გაეტარებინა მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი. Ⴋაგრამ, მთავრულებად გამოიყენეს ოთხხაზოვანი მხედრული ასოებისგან ხელოვნურად შექმნილი ორხაზოვანი ასოები. Ⴘედეგად, მხედრულმა ასოებმა მიიღეს არაბუნებრივი, დამახინჯებული სახე.



«Ⴃროების» ამ აქტმა თავის მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ამ ახლად გაკეთებული ასოების ხმარება სათაურებში და ტიტულებში კი იყო შესაძლებელი, მაგრამ მათი ხმარება შიგ ტექსტში იყო შეუძლებელი, ვინაიდან ოთხხაზოვანი და ორხაზოვანი ზედა ტანის ასოების გარჩევა შეუძლებელია. Ⴋხედრული ასოების 45%-ს კი წარმოადგენენ სწორედ ზედატანის ასოები.



Ⴄ. ი., ორთოგრაფიული მიზანი ვერ იქნა მიღწეული, და ამ ახლად გაკეთებულ ასოებს ან საერთოდ არ ხმარობდნენ, ან იშვიათად მხოლოდ სათაურებში. Ⴁოლოს და ბოლოს, ასეთი გაუაზრებელი ექსპერიმენტების შედაგად დაინერგა უმთავრულო ტექსტის ხმარების წესი, რომელიც მე—20 საუკუნის განმავლობაში იქცა ერთადერთ მისაღებ წესად ქართული წერისათვის.

Ⴜინამდებარე წიგნის მთავრული ასოებით გამართვა ისახავს მიზნად ასომთავრულის სილამაზის წარმოჩენას და იმ დავიწყებული მშვენიერი წესის აღდგენას, რომლითაც ვსარგებლობდით მე-19 ს. 60-ან წლებამდე.

Ⴀსომთავრულის და ნუსხურის აღდგენის შედეგად ჩვენ მოგვეცემა საშუალება ყოველდღიურად ვიხმაროთ ეს ასოები მხედრულთან ერთად ისევე, როგორც ეს იყო ჩვენში წინა საუკუნეებში, და როგორც ეს არის დღეს ბერძნულ—ლათინურ სამყაროში.


Рекомендации для вас